Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორშიხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათშორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო AI ბანკისტიტული მოიპოვა.

დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით აღიარებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საბანკო საქმიანობის ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წარმატებით იყენებენ.

საქართველოს ბანკმა კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ესენია:

  • საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება სამომხმარებლო მიმართულებით;
  • ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო AI ბანკი.

“Global Finance სიამაყით აცხადებს AI In Finance-ის პირველი დაჯილდოების გამარჯვებულებს.ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სფეროში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი როლიგარდამტეხია და მომავალში ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის” – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა.

„ეს აღიარება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით იყენებს ხელოვნურ ინტელექტსბიზნესისა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არაა, არამედ  გზა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს უფრო სწრაფ და პერსონალიზებულსერვისს ვთავაზობთ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების გამარჯვებულები შეირჩნენ CGI-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ,ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქციამ მიიღო.

ამასთანავე, Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ჯამში კი 6 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.