„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავის მონიტორინგს სოციალურ ქსელშიც აწარმოებს. მათ შორის, ისეთ რესურსებზე, რომელიც დავის მიმდინარეობისას ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ შექმნეს და საკუთარი გარემოცვის წევრებზე გადააფორმეს.
აფბა, მონიტორინგის კვლევით მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც ამ რესურსებზე განთავსებულ მასალებს ენდობა, დღითდღე მცირდება. რაც თვალსაჩინო ხდება, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ წარმოებული ბულინგისა და ცილისწამების კამპანიის მიმართ.
ხშირია შემთხვევები, როცა დასპონსორებულ კამპანიას მოქალაქეებმა ჯანაშია-ცეცხლაძის საკუთრებაში არსებულ ონლაინ-გამოცემების სოციალურ ქსელებში კომენტარებით უპასუხეს. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ცნობილი ჟურნალისტი მზია ნოზაძე, რომელმაც არამარტო ვრცელი სტატუსი მიუძღვნა ნათია ჯანაშიას მორიგ ცილისწამებას, არამედ დისკუსიაში ჩაერთო ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილთან.
„აბსურდული კონფლიქტია. ყოველგვარ ნორმალურობის ფარგლებსაა გაცილებული ყოფილი მესაკუთრეების და დამფუძნებლების პრეტენზიები. რომელი სულელი იყიდდა ბიზნესის 70%-ს ისე, რომ ყოფილ მფლობელებს მაინც მართვის ბერკეტებს სრულად დაუტოვებდა.
ნახსენები “მოლაპარაკებების დროს გაცემული დაპირებები”, თუ ნასყიდობის კონტრაქტში ასახული და მხარეების მიერ ხელმოწერილი არაა, არაფერს წარმოადგენს. ციცქნა პაკეტის მფლობელს, რომელიც შეგნებულად ანგრევს ახალი პარტნიორის და ინვესტორის რეპუტაციას, შეურაცხყოფს, აბულინგებს, პროვოკაციებით და ძალით ცდილობს გაყიდული ბიზნესის დაბრუნებას, რომელი იდიოტი კაპიტალისტი დაუთმობდა დასახარჯად საკუთარ ფულს?
ჩამოშორდით გაყიდულ სკოლებს თუ ასე შეუცვლელი მენეჯერები ხართ და გილაურის გადახდილი მილიონებით სკოლა კიდევ ერთხელ დააფუძნეთ და თქვენთვის ასე არანორმალურად საძულველი გილაურის მფლობელობაში გადასულ სკოლებს კონკურენცია გაუწიეთ და კეთილსინდისიერი შეჯიბრებით გააკოტრეთ“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მზია ნოზაძე.
მზია ნოზაძის კონსტრუქციულ კომენტარს, ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან დაბულინგების მცდელობა და შეურაცხმყოფელი შეფასება მოყვა, რომელსაც მზია ნოზაძემ შეგნებულად აარიდა თავი.
ჟურნალისტი უკმაყოფილებას არ მალავს დისკუსიაში შემოსული ნათია ჯანაშიას გაზეპირებული და არაფრისმთქმელი პასუხების გამო.
„არც ერთ შეკითხვაზე, რომელსაც ვსვამ გილაურის ინვესტიციის დაცვასთან, გარანტიებთან დაკავშირებით, პასუხს არ იძლევი. მარტო საკუთარ ინტერესებზე საუბრობთ. რა დანიშნულებით ჩაგირიცხათ დამფუძნებლებს 29,3 მილიონი ლარი? თქვენი ლამაზი თვალებისთვის ხომ არ გააკეთებდა ამას, რა შეიძინა ამ ფასად? ეს ფული ხომ თქვენს განკარგულებაში გადმოვიდა? მიწას რომ შემოიტანდა და 2 კამპუსს რომ ააშენებდა, შექმნილი ახალი ქონება, რის შეუსრულებლობასაც ედავებით, მთლიანად თქვენი უნდა გამხდარიყო თუ მაინც მისი იქნებოდა ბიზნესის 70%? ანუ, საკუთარი სარგებლისთვის უნდა გაეკეთებინა თუ თქვენი?
დღევანდელ საბაზრო ფასით (ფულში გამოხატული) რა ეღირებოდა ახლა ის, რაც თქვენი მაშინდელი ვარაუდით გადახდილ ფასს უნდა დამატებოდა და მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეთ რა ეღირებოდა გილაურის მიწა და 2 კამპუსის მშენებლობის აღჭურვის პროექტი?“ - კითხულობს მზია ნოზაძე და დეტალური პასუხის ნაცვლად, რომელიც ნათელს მოფენდა ამ კონკრეტულ საკითხს, ნათია ჯანაშიასგან ბრალდების ფორმით გამოხატულ შეპასუხებას იღებს.
მზია ნოზაძეს არაერთი მაგალითი მოჰყავს, რომ მკაფიოდ აუხსნას ნათია ჯანაშიას მის მიერ წარმოებული კამპანიის მცდარი ხასიათი და არარეალური მიზნის შეუსრულებლობა, იმ კომენტარის საპასუხოდ, სადაც ნათია ჯანაშია ამბობს, რომ გადაუხდის ინვესტორს იგივე თანხას, რაც მან 2019 წელს გადაიხადა 70%-იან წილში.
„ერთ-ერთი ბინა, რომელშიც ახლა ვიმყოფები $5000-ად მაქვს ნაყიდი წარსულში, მინიმუმ 30 000-40000 დოლარი ღირს ახლა და ყოფილმა მფლობელმა გადახდილი ფული რომ მომცეს, დავუთმობ სახლს? ასეა გილაურიც. სულელი იქნება რომ ნაყიდი ქონება დააბრუნოს იმის გამო, რომ გადაიფიქრეთ. არაა ისეთი ტიპი, რომ თავში ჩააბარტყუნებინოს ვინმეს. უსუსური და მშიშარა რომ იყოს, ამხელა კაპიტალს ვერც დააგროვებდა. იცის ფულის ყადრი და ვერც გაასულელებთ. სკოლის დამფუძნებლებზე ბევრად ჭკვიანია.
რატომ არ შეისწავლეთ კონტრაქტის პირობები სანამ ხელს მოაწერდით? როგორ უნდა მოეტყუებინეთ გილაურს, როცა მისი იურისტების მომზადებული ტექსტის წაკითხვა და შეფასება შეგეძლოთ?
თუ თავად ვერ ერკვეოდით, იურისტები უნდა დაგექირავებინათ. მეუბნებით, რომ წილები არ გაგისხვისებიათ და თუ ბიზნესის 100%-იანი პაკეტი ისევ თქვენია, საჩხუბარი რაღა გქონიათ? რატომ უნდა მოეცა საერთოდ ფული, რა მიზნით უნდა ჩაედო ინვესტიცია თუ არაფერი ეკუთვნოდა? რა გარანტიებით იყო დაცული მისი პარტნიორობა? ბანკის როლი შეასრულა და კრედიტი მოგცათ? კრედიტის სარგებელს უხდიდით? დაფარეთ მისი ვალი? არა, როგორც ჩანს, რადგან, როცა წერთ - "შეუძლია დაიბრუნოს ის თანხა, რაც გადაიხადაო" - ამას თავადვე აღიარებთ , "გადაგიხადათ", ანუ, შეიძინა და არსაადაა ახლა წამსვლელი შეძენილი ქონებიდან.
ოცდაათიოდე წლის წინათ მუხიანში 300$-ად გავყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა რამდენიმე ათეულ ათასი ღირს, მივადგე ახლანდელ მფლობელს დავუბრუნო რაც გადაგვიხადა და ნამდვილად შეელევა და დატოვებს იქაურობას? რა მიამიტობას წერთ? ფასს ახლა თქვენ, ყოფილი მფლობელი კი არ ადგენთ, არამედ, ახლანდელი.
შესთავაზეთ იყიდოს დარჩენილი პაკეტიც. შეეწირებით მაგ სკოლას ნერვიულობით და ვერაფერს გახდებით, ვერ წაართმევთ, რადგან შეძენილი აქვს,“ - წერს მზია ნოზაძე სოციალურ ქსელში.













