საქართველოს ბანკმა, როგორც Lion Finance Group-ის წევრმა კომპანიამ, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანების აღსანიშნად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დახურა.
FTSE 100-ში მოხვედრას კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიისა და მისი სტაბილური ზრდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხი განაპირობებს.
ზარის დარეკვის ცერემონია კი სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებს, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და სტეიკჰოლდერები ესწრებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100-შიოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, სავაჭრო დღისდახურვის შემდეგ გაწევრიანდა და გახდა პირველიკომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონისსაფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორისდაიკავა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ში საქართველოს ბანკიისეთ გლობალურ გიგანტებთან ერთადააწარმოდგენილი, როგორებიცაა HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce, Shell და Barclays.
Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე2006 წლიდან არის დალისტული.












