ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს 1 ივლისს აღინიშნა. SOLO კი ტრადიციულად, უკვე მე-6 წელია ღონისძიების მხარდაჭერი იყო.

საქართველოში სხვა საზღვაო ქალაქების მსგავსად, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2011 წლიდან დაიწყო. აქედან მოყოლებული, ბათუმში საზეიმო ცერემონია შემეცნებით-კულტურული პროგრამებითა და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

წელს SOLO-მ გადაწყვიტა ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გაეხადა მეზღვაურებისთვის და ბათუმის SOLO ლაუნჯის ვიტრინები ტრიკოლორთან ერთად ზღვის თემატიკით გააფორმა.

„ბათუმის ახალი ვიტრინა მეზღვაურის დღეს მიეძღვნა. დიზაინში ზღვის თემატიკის ელემენტები გვაქვს გამოყენებული: ტალღები, გემები, თოლიები და მზის ჩასვლა — ყველაფერი, რაც ზღვას მოგვაგონებს პალიტრა შედგება ბუნებრივი ფერებისგან: ლურჯის სხვადასხვა ტონალობა, თეთრი, ასევე თბილი „მზის“ და „მზის ჩასვლის“ ფერები. სხვადასხვა მასალის კომბინაციით მივაღწიეთ მოცულობისა და მოძრაობის ეფექტს. ისე, თითქოს ზღვა ნამდვილად ცოცხლდება ვიტრინაში“-, ამბობს ნინო კალანდაძე, ტრიკოლორის კრეატიული დირექტორი.

„SOLO უკვე წელია, მეზღვაურთა დღის მხარდამჭერია და ჩვენი ორგანიზებით ეს დღე ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. უკვე 6 წელია გვაქვს შესაძლებლობა,

ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ეს დღე განსაკუთრებული გავხადოთ მეზღვაურებისთვის“,- ამბობს ლიზა ქისტაური, SOLO-ს ბრენს მენეჯერი.