„Sintra’s Salt“ ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც პორტუგალიის სანაპიროზე დაბადებულ ისტორიებს გვიყვება და ადამიანის და ბუნების ურთიერთობას განსხვავებული პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
გამოფენას, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება, Gallery Fotoatelier, 4 აპრილიდან უმასპინძლებს.
პროექტის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ გამოცემებში, როგორებიცაა: The Guardian, The Red Bulletin, National Geographic, At.ge, Tabula, Anabechdi, Hot Chocolate Magazine, და სხვა.
"სინტრას მარილი" ასახავს ადამიანის ინტერესებისცვლილების მარადიულ ციკლს, პორტუგალიისოკეანის სანაპიროს და იქ მყოფ პერსონაჟებზედაკვირვებას. ექსპოზიცია იწყება თამაშით, როგორცყველა ადამიანის ცხოვრება. ბავშვები ეთამაშებიან დადასდევენ ჩრდილებს, ეფემერულ ობიექტებს, დამათთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არაქვს. ამ ასაკში არ გაინტერესებს მოახერხებ თუ არაჩიტის დაჭერას, მთავარია პროცესი, რომლის დროსაცსიამოვნებას იღებ და ცხოვრების მომავალიეპიზოდისთვის იწვრთნები. ექსპოზიციის მეორენაწილი ასახავს ცხოვრების ციკლის მეორე ეპიზოდს, სადაც ცხოვრების ასპარეზზე შემოდიან ეპიზოდურიპერსონაჟები, როგორც აუცილებელი ელემენტები, რომლებმაც შენი წილი დრო უნდა წაიღონ. ამეპიზოდში იწყებ სამყაროს სიდიადის გაცნობიერებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში იძენსმასშტაბს.“, - აღნიშნავს ალექსანდრებაგრატიონ-დავითაშვილი.
გამოფენის ერთ-ერთი საკვანძო იდეა ადამიანის და ოკეანის ურთიერთობაა. კერძოდ, კადრებში დეტალურადაა აღბეჭდილი თუ როგორ გადადის თავისუფალი თამაში პრაქტიკულ საქმიანობასა და ყოველდღიურ საჭიროებებში.
აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფმა პორტუგალიის სანაპირო, როგორც მთავარი ლოკაცია, გამიზნულად აარჩია. მისი თქმით, ეს გარემო აფხაზეთის სანაპიროს ჰგავს, სადაც ზღვა და კლდე საოცრადა შერწყმული. სწორედ ეს ვიზუალური და სივრცითი კომბინაცია გახდა პროექტის საფუძველიც.
“ოკეანის ტალღების ნისლში გახვეული კლდეექსპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორცფოტოებში მოცემული ერთადერთი სიმყარე, რომელზეც ყველა დანარჩენი უნდა დაშენდეს. ძალიანმაცდური ამბავია, როცა სამუშაო კალენდარიგანსაზღვრული არ გაქვს და გადაღების პირველსავედღეს კარგი ფოტოები გამოგდის. საკუთარ თავთანპატარა ჭიდილი გიწევს, რომ ეს ლოკაცია არ ჩახუროდა სხვაგან არ გადაინაცვლო. ცდუნებას მოვერიე დასანაპიროზე დავრჩი, ვფიქრობ სწორად მოვიქეცი, რადგან ყოველდღე ახალი პერსონაჟები, ახალისიუჟეტები ჩნდებოდა“ - ამბობს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.
თბილისის შემდეგ ექსპოზიცია ლისაბონსა და სან პაულოში გადაინაცვლებს, ხოლო შემდეგ რიგში მორიგი დოკუმენტური პროექტის განხორციელება დგება.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარსთანამედროვე ხელოვანებს და მათ შემოქმედებითექსპერიმენტებსა და ახალ იდეებს არ გაჩერების გზაზე.













