საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე დეტალებს გააცნობს.
ვორკშოპის მონაწილეები ისწავლიან, როგორ უზრუნველყონ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართონ ხარჯები; გაეცნობიან ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს; აღმოაჩენენ, როგორ ხდება აღრიცხვა და დეკლარირება მარტივად, Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით და სხვა.
შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:
· I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.
· II ნაწილში კი სპიკერთან ერთად დამსწრეები განიხილავენ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს.
ღონისძიება 2 აპრილს 16:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ბანკის ბიზნეს სივრცეში, 4B-ში, ა. ყაზბეგის გამზ. №15-ში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.