ცრუ პანიკა და აჟიოტაჟი "ვიზა" და "მასტერქარდის" აკრძალვასთან დაკავშირე...
ღია ბანკინგის სისტემის
დანერგვა თანამედროვე
საგადამხდელო
ურთიერთობებს უფრო
სწრაფსა და მოქნილს ხდის,
თუმცა ადგილობრივი
პლასტიკური ბარათებისთვის
საფრთხეა, რადგან მას
უცხოეთში მუშაობის
შესაძლებლობას უსპობს.
არსებობს მოსაზრება, რომ
სებ-ის ასეთი
გადაწყვეტილება
სპეციალურად გამიზნულია
სანქცირებული
ადამიანებისთვის და
მათთვის ალტერნატივის
შექმნის მცდელობაა. არ არის
გამორიცხული, რომ ამით
ადგილობრივი პლასტიკური
ბარათები სრულად
ჩანაცვლდეს.საქართველოს
ეროვნული ბანკის
განცხადებით, მყისიერი
გადახდების სისტემა ჩვენი
მოსახლეობისთვის და
ბიზნესის
წარმომადგენლებისთვის
ხელმისაწვდომი 2026 წლის
მეორე ნახევრიდან იქნება.
როგორც ეროვნული ბანკის
მიერ გავრცელებული
ინფორმაციიდან ირკვევა,
მყისიერი გადახდის
სისტემებს აქვთ
პოტენციალი განსაკუთრებით
მცირე მეწარმეებს
შესთავაზონ მომსახურების
საფასურის მიღების
ეფექტური გზა.მყისიერი
გადახდის სისტემა არის
ელექტრონული საცალო
გადახდის გადაწყვეტა,
რომელიც ხელმისაწვდომია
წლის ნებისმიერ დღეს და
ნებისმიერ დროს. გადახდის
შესრულება ხორციელდება
იმავე მომენტში, მყისიერად
და შესრულებისთანავე
მიმღებისთვის თანხა
დაუყოვნებლივ ხდება
ხელმისაწვდომი.
საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დანერგილი
სისტემით გადახდა
განხორციელდება ლარში.
მყისიერი გადახდის
სისტემაში ჩართული
იქნებიან კომერციული
ბანკები და სხვა
(არასაბანკო) საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერები.
მომხმარებლებს გადახდის
ინიცირებისთვის ყველა
შესაძლო არხის და
საშუალების გამოყენება
შეეძლებათ, იქნება ეს
ფილიალი, ინტერნეტბანკი,
მობილური აპლიკაცია,
"ქიუარ" კოდი და
ა.შ."ფინანსური
ტექნოლოგიების
განვითარებამ, საშუალება
მისცა მსოფლიოს წამყვან
ტრადიციულ საგადახდო
სისტემებს
გაეუმჯობესებინათ მათი
ეფექტიანობა, კერძოდ,
შეიქმნა ახალი თაობის
სისტემა - მყისიერი
გადახდის სისტემა, რომელიც
დღეის მდგომარეობით უკვე
120-ზე მეტ ქვეყანაში
დაინერგა. ეს სისტემები
მუშაობენ ბარათების
გამოყენების გარეშე და
აქვთ შესაძლებლობა
საბოლოო მომხმარებელს
შესთავაზონ საბარათე
გადახდების ანალოგიური
გადახდის მეთოდი, გარკვეულ
შემთხვევებში მეტი
უპირატესობებით,
როგორიცაა ოპერაციის
განხორციელების ხარჯი და
გადარიცხვის მიმღებისთვის
თანხის დაუყოვნებელი
ხელმისაწვდომობა.უნდა
აღინიშნოს, რომ არასაბანკო
საგადახდო მომსახურების
პროვაიდერების ინსტიტუტის
ჩამოყალიბება და „ღია
ბანკინგის“ მომსახურების
ხელშეწყობა, საქართველოს
ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულების ერთ-ერთი
მოთხოვნაა, რომელიც სრულად
იყო შესრულებული 2022 წელს
განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებებით. მყისიერი
გადახდებისა და ღია
ბანკინგის მომსახურებების
სინერგია საშუალებას
მისცემს მომხმარებლებს და
კერძო სუბიექტებს თავიანთ
მოთხოვნებზე მორგებული და
ხელმისაწვდომი
მომსახურება მიიღონ.უნდა
აღინიშნოს რომ
საქართველოში საბარათე
გადახდების საკმაოდ მაღალ
დონეზე განვითარების
მიუხედავად, კვლავ მცირე
მეწარმეებისთვის ეს
გადახდის მეთოდი არ არის
ფართოდ ხელმისაწვდომი
მისი მომსახურების მაღალი
საკომისიოს გამო. სწორედ,
მყისიერი გადახდების
სისტემა ფინტექ
კომპანიებთან
კოლაბორაციით, გაზრდის
ელექტრონული გადახდების
ხელმისაწვდომობას იმ
სექტორში, რომელიც დღეს ამ
მომსახურებას მოკლებულია,"
- განმარტავენ ეროვნული
ბანკში.რამდენადაც ღია
ბანკინგი საგადამხდელო
ურთიერთობებს ამარტივებს,
ამავე დროს ალტერნატიული
ინსტრუმენტების
გამოყენებით ზღუდავს
საერთაშორისო
პროვაიდერების
საქმიანობას. სწორედ ამ
ფაქტორზე გააკეთა აქცენტი
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
საბანკო სფეროს
სპეციალისტმა მიხეილ
თოქმაზიშვილმა, რომელმაც
გამოთქვა ვარაუდი, რომ ღია
ბანკინგის შექმნა
სანქცირებული
მოქალაქეების დაცვის
მიზნით გადაწყდა და მიზნად
ისახავს მათთვის
ალტერნატივის
შეთავაზებას.,,ღია ბანკინგი
ამარტივებს გადახდის
პროცესს და ამავე დროს
უფრო სწრაფსა და მოქნილს
ხდის ურთიერთობებს. ეს
თავისთავად
მისასალმებელია. თუმცა,
რამდენადაც ალტერნატიულ
ინსტრუმენტებს ეხება და
საერთაშორისო
ინსტრუმენტებს
უპირისპირდება, ეს
გარემოება ეჭვს ბადებს ამ
თვალსაზრისით, თუ რამდენად
უსაფრთხო იქნება
ადგილობრივი პლასტიკური
ბარათები, რამდენად
შეძლებენ საერთაშორისო
გადარიცხვებს და სხვა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ,
საერთაშორისო
გადარიცხვების შიში
გაჩნდა.არ ვიცი, რაზეა ეს
ცვლილება დაფუძნებული,
მაგრამ თუკი ამ გლობალური
სისტემის გათიშვა
მოიწადინეს, ამ
შემთხვევაში თვითონ
კომერციული ბანკები
საფრთხის ქვეშ დადგებიან.
ეს არ უნდა დაუშვან. აქ არ
არის საუბარი
კონკურენციაზე, ლაპარაკია
ალტერნატივის შექმნაზე.
ჩვენი პლასტიკური
ბარათებით, რაც გაგვაჩნია,
შესაძლებელია ნებისმიერ
საერთაშორისო სისტემასთან
ჩართვა. თუ ჰიპოტეტურად
დავუშვებთ, რომ ამ
სისტემიდან გათიშვა
მოიწადინეს, კატასტროფა
იქნება, არ ვიცი, რამდენად
გამოუვათ. ეს არის
ინსტრუმენტი, რითაც ხდება
ანგარიშსწორება
სხვადასხვა სისტემაში და
სხვადასხვა ადგილას.
მომხმარებლებისთვის აქ
იმდენად არაფერი იცვლება,
უფრო გამიზნულია
დასანქცირებული
ადამიანებისთვის,
რომლებიც ამ სისტემისგან
გათიშული არიან, ამიტომ
ცდილობენ მათთვის
ალტერნატივის შექმნას.
თუკი სავალდებულოდ
მიიჩნევენ, რომ
ადგილობრივი ბარათები
სრულად ჩანაცვლდეს, ეს უკვე
საშიში ტენდენციაა და
აქამდე არ უნდა მივიდეს
საქმე", - აღნიშნა
თოქმაზიშვილმა
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
საუბრისას.აღნიშნული
პროექტის განვითარებაზე
ეროვნული ბანკი 2021 წლიდან
მოყოლებული მსოფლიო
ბანკთან პარტნიორობით
მუშაობს. პარტია
ფედერალისტების წევრის,
თენგო კირთაძის
მოსაზრებით, "ღია ბანკინგი"
პრობლემა არ არის.,,მისი
ძირითადი დანიშნულება
ფინანსურ სექტორში
ინოვაციის და
კონკურენციის
წახალისებაა. ის არც
"სვიფტის" ალტერნატივაა,
ტექნიკურად ვერც იქნება,
რადგან პირველი შიდა
ფინანსურ სისტემებს ეხება,
მეორე კი საერთაშორისო
ბანკთაშორის გადარიცხვებს
ახორციელებს.შესაბამისად
პანიკა რომ "რეჟიმი
"სვიფტიდან" გათიშვისთვის
ემზადება და მალე "ტემუდან"
ვერაფერს გამოვიწერთ,
უსაფუძვლოა", - დაწერა
კირთაძემ."ვიზა" და
"მასტერქარდის" ბარათების
გამოყენების აკრძალვასთან
დაკავშირებით გავრცელებულ
დეზინფორმაციას
ფინანსისტი ირაკლი ერაძეც
გამოეხმაურა."ვიზა" და
"მასტერქარდზე" ატეხილი
აჟიოტაჟი და ანალოგიები
რუსულ "მირ"-ის ბარათთან,
არის უპასუხისმგებლო
ბოდვა. ერთი მხრივ, საერთოდ
წარმოდგენა არ უნდა
გქონდეს ადამიანს,
"ექსპერტს" "ღია ბანკინგზე",
რომ მსგავსი დასკვნები
გამოიტანო და მეორე მხრივ,
უპასუხისმგებლობის და
არაკომპეტენტურობის
მაღალი დონე უნდა გააჩნდეს
მედიას, რომ ამაზე აჟიოტაჟი
შექმნა და სკანდალის
შექმნას
შეეცადო.ბრიტანეთი,
ევროკავშირი, აშშ,
ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ
კორეა და ავსტრალია. ესაა
ქვეყნების ჩამონათვალი,
სადაც "ღია ბანკინგი"
საკმაოდ განვითარდა ბოლო
პერიოდში და ერთ-ერთი
შედეგი ზუსტად "ვიზა" და
"მასტერქარდის" გავლენის
შემცირება მოიტანა,
კონკურენციის (და არამარტო)
ზრდის ხარჯზე. სირცხვილია
არაფრისგან დრამების
დადგმა!" - დაწერა ირაკლი
ერაძემ.საქართველოში ღია
ბანკინგის დანერგვასთან
დაკავშირებით მუშაობა 2019
წელს დაიწყო.
თავდაპირველად სისტემაში
კომერციული ბანკები
ჩაერთნენ, არასაბანკო
ინსტიტუტებზე კი
შესაბამის ნებართვას
ეროვნული ბანკი გასცემს. ამ
დროისთვის, ეროვნული
ბანკის მხრიდან სულ 4
ლიცენზიაა გაცემული.წყარო:
resonancedaily.com
1743499603