„გაზპრომ სომხეთის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 26 დეკემბერს 13:00-დან 19:00 საათამდე შეუწყდება.

სარემონტო სამუშაოები ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია სატრანზიტო გაზსადენის გაზახ-საგურამოს 125-ე კილომეტრზე განხორციელდება.

ბუნებრივი საწვავის მიწოდების შეჩერების პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების გაზის უწყვეტი და საიმედო მიწოდება განხორციელდება კომპანიის შიდა რეზერვების მოცულობების საშუალებით, შეზღუდვების გარეშე.