VISA და Mastercard-ის ბარათების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ფინანსისტი ირაკლი ერაძე ეხმაურება.

"VISA და Mastercard-ზე ატეხილი აჟიოტაჟი და ანალოგიები რუსულ МИР ბარათთან არის უპასუხისმგებლო ბოდვა. ერთის მხრივ, საერთოდ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს ადამიანს, "ექსპერტს", Open Banking -ზე რო მსგავსი დასკვნები გამოიტანო და მეორეს მხრივ, უპასუხისმგებლობის და არაკომპეტენტურობის მაღალი დონე უნდა გაგაჩნდეს მედიას, რომ ამაზე აჟიოტაჟი შექმნა და სკანდალის შექმნას შეეცადო.

ბრიტანეთი, ევროკავშირი, აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ესაა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Open Banking საკმაოდ განვითარდა ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი შედეგი ზუსტად VISA და Mastercard გავლენის შემცირება მოიტანა, კონკურენციის (და არამარტო) ზრდის ხარჯზე.

სირცხვილია არაფრისგან დრამების დადგმა!",- წერს ირაკლი ერაძე.