უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ევრო 2024“-ზე დასასწრები ბილეთები გამოჩნდა. ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ღირებულება 30 ევროდან დაიწყება და 400 ევრომდე გაიზრდება.

ბილეთების ფასი შეიცვლება მე-16 ტურზე და მისი ღირებულება 50 ევროდან დაიწყება. ასევე ადგილების მიხედვით იქნება 85, 175, 250 და 500-ევროიანი ბილეთები. მეოთხედფინალზე ბილეთის ფასები 60, 100, 200 და 700 ევრო იქნება, ნახევარფინალზე - 80, 195, 400, 600 და 900 ევრო. ხოლო ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი 95 ევროდან დაიწყება, ასევე ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი 300, 600, 1000 და 2000 ევრო იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა.

ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი.