25 სექტემბერს, პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით, Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, მეათე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც 35 კატეგორიაში გამოვლინდნენ ტურიზმის სფეროში გამარჯვებული კომპანიები და პროფესიონალები. ღონისძიება ერთგვარი შეჯამებაა ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებისთვის და პროფესიონალებისთვის, ის ამავდროულად აღიარება და მოტივაციაა იყვნენ საუკეთესო თავის სფეროში და შესთავაზონ ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.
პროექტი, როგორც საქართველოს პირველი პროფესიული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა, 2015 წელს დაარსდა და ბოლო ათწლეულში 1000-ზე მეტ ნომინანტს მოუყარა თავი სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის 300-ზე მეტი გამარჯვებული და არსებობის განმავლობაში 150-ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი გააერთიანა მის ირგვლივ. წელს, პროექტის მთავარი მხარდამჭერების სიას პროკრედიტ ბანკიც შეუერთდა.
დაჯილდოების მიზანია არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების აღიარება, არამედ ეკოსისტემის განვითარება – ინოვაციის, ხარისხის, ინდუსტრიის სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა.
წელს, ღონისძიებამ 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რომელთა წინაშეც გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
სპეციალური კატეგორიები:
1. წლის ქალები ტურიზმში: ელენე ოთარაშვილი
2. წლის ტექნოლოგიური ინოვაცია ტურიზმში: იკონსული
3. წლის მდგრადი ბიზნესი ტურიზმში: სვერის სათავგადასავლო ბანაკი
4. წლის უძრავი ქონების პროექტი მასპინძლობის ინდუსტრიაში: ამბასადორი აილენდ ბათუმი
გამოცდილებები და ტურისტული ბიზნესი:
1. წლის გამყვანი ტურისტული კომპანია: Matare.ge
2. წლის შემომყვანი ტურისტული კომპანია: Georgian Holidays
4. წლის სახმელეთო ტრანსპორტის პროვაიდერი კომპანია: ჰერცი
3. წლის დიემსი: Kazin DMC
5. წლის მაის ტურიზმის გამოცდილება: კალიფსო თრეველ & ივენთი
6. წლის ღვინის ტურიზმის გამოცდილება: გიუაანი მეღვინეობა
7. წლის ავთენტური ადგილობრივი გამოცდილება: რძლები
8. წლის ველნეს ტურიზმის გამოცდილება: ბიოლი ველნეს ცენტრი
გასტრონომია:
1. წლის ტრადიციული ქართული რესტორანი: ეთნოგრაფი
2. წლის კონცეფტუალური რესტორანი: თეატრი, წისქვილი ჯგუფისგან
3. წლის დიზაინ რესტორანი: Chicos
4. წლის ქეჟუალ დაინინგი: საჭაშნიკე
5. წლის ფერმიდან სუფრამდე რესტორანი: რეზერვი
6. წლის ღვინისა და კერძის გამოცდილება: შატო მუხრანი
7. წლის მიქსოლოგიური კოქტეილ ბარი: Weather Report Sky Bar
8. წლის ფაინ დაინინგი: ბარბარესთან
9. წლის ქართული რესტორანი საზღვარგარეთ: Qartuli Authentic Georgian
10. წლის ქართული გემო: წისქვილი, წისქვილი ჯგუფისგან
მასპინძლობის ინდუსტრია:
1. წლის ტალანტების განვითარება: Wyndham Grand Tbilisi
2. წლის საუკეთესო მომსახურება: ბარბარესთან
3. წლის მაის ღონისძიებების ადგილი: პულმან თბილისი აქსის თაუერსი
4. წლის აპარტ სასტუმრო: Apart.in Georgia
5. წლის გამორჩეული ეკონომ კლასის განთავსება: ibis Styles Old Tbilisi
6. წლის გამორჩეული საშუალო კლასის განთავსება: Clocks Hotel Tbilisi
7. წლის პრემიუმ განთავსება: სვისსოტელ თბილისი
8. წლის გამორჩეული სამთო განთავსება: გუდაური ლოჯი
9. წლის გამორჩეული საზღვაო განთავსება: დრიმლენდ ოაზისი
10. წლის კონცეპტუალური სასტუმრო: სასტუმრო ქარვასლა
11. წლის დიზაინ სასტუმრო: აფიშა
12. წლის ბუტიკ სასტუმრო: სასტუმრო „სტროფი“
13. წლის გამორჩეული რეზორტი: ლოპოტა სპა რეზორტი
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება მომავალ წელს დაბრუნდება და კვლავ მისცემს შესაძლებლობას სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, რესტორნებს და იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რათა სტუმრებს შეუქმნას საუკეთესო გარემო, მოიპოვონ აღიარება და უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელონ საყვარელი საქმის კეთება.