"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის პროცესში დადებითი ფაქტი დაფიქსირდა, რაც პირველ რიგში, აკადემიის მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებს ეხმიანება. ვსაუბრობ იმაზე, რომ აკადემიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესში მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მხრიდან შექმნილი პრობლემების ფონზე, რომელთაც შეეძლო აკადემიის სრულად ლიკვიდაციაც კი გამოეწვია, მაჟორიტარმა პარტნიორმა, - "საქართველოს განათლების ჯგუფმა" შეძლო აკადემიის გამართულად ფუნქციონირების, ანუ სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმოების უზრუნველყოფა", - ამის შესახებ აფბას ანალიტიკოსმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
საკითხი ეხება ეხება დავას, რომელსაც აკადემიის ყოფილი დირექტორი და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე „საქართველოს განათლების ჯგუფის“, ამავე აკადემიის მაჟორიტარი აქციონერის წინააღმდეგ აწარმოებს.
ჯინჭარაძის თქმით, "საქართველოს განათლების ჯგუფის" მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა ნათია ჯანაშიას მიერ, პრაქტიკულად, აკადემიის ლიკვიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგად შექმნილი ფორს-მაჟორული ვითარების მართვისას, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლებისგან დაფასებას იმსახურებს.
“მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ "საქართველოს განათლების ჯგუფი” მზად აღმოჩნდა აკადემიის ხელახალი რეგისტრაციისას ნათია ჯანაშიას მხარის მიერ შექმნილი გამოწვევების დასაძლევად და ამ ობსტრუქციას სწრაფად და ორგანიზებულად დაუპირისპირა სწორი და აკადემიის ინტერესებზე ორიენტირებული ნაბიჯები. შედეგად კი, არ დაუშვა აკადემიის ფუნქციონირების ოდნავი შეფერხებაც, თუნდაც იმ მცირეხნიან მონაკვეთში, სანამ სკოლის მენეჯმენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სრულად აღდგებოდა საჯარო რეესტრში.
ეს ნაბიჯი თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ ნათია ჯანაშიას მიერ "ბრიტანულ - ქართული აკადემიის" ლიკვიდაციის ყველა მცდელობა განწირულია, რადგან "საქართველოს განათლების ჯგუფი“ არც შემდგომში დაუშვებს ასეთ საფრთხეს", - აღნიშნა ბაჩანა ჯინჭარაძემ.













