"საპენსიო სააგენტოს მმართველობითმა საბჭომ სისტემის თითოეული მონაწილის ინტერესით უნდა იხელმძღვანელოს", - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს.
ამის შესახებ მან საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან კომენტარის დროს აღნიშნა.
მისი თქმით, ის შედეგები, რაც საქართველოს საპენსიო ფონდს აქვს წარმოადგენს იმ რეფორმის შედეგებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა 2018-2019 წლებში დანერგეს.
"ჩვენ რაც ვნახეთ საპენსიო ფონდის შედეგები, ეს არის იმ რეფორმის შედეგები, რომლებიც 2018-2019 წლებში მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა, ასევე საპენსიო სააგენტომ შევქმენით და განვახორციელეთ. ამის შედეგებს ვხედავთ დღეს. აქტივები 6 მილიარდ ლარს აღემატება, ამონაგები 1.4 მილიარდ ლარს, შესაბამისად შედეგები დღეს სახეზეა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ფონდის ახალი ხელმძღვანელობა, მმართველობითი საბჭო რომელიც დღეს ჩამოყალიბდა და ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი წევრები, მუშაობდეს იმ პრინციპით რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ საპენსიო ფონდის თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათი გადაწყვეტილებები იყოს დამოუკიდებელი და მოქმედებდნენ ფონდის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. ვფიქრობ რომ საპენსიო ფონდის დღევანდელი პრეზენტაცია ამას ემსახურებოდა და იმედი მაქვს რომ ფონდს ექნება მომავალი წარმატებები", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძე.