ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას პარასკევს, ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანის გაუქმებას საქართველო დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს.
"მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთის მიჯაჭვულობისა და დიდ გაურკვევლობაში მიჰყავს.
ევროკავშირმა უნდა გაუუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები",- აღნიშნავს ევროპარლამენტარი.