ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ წერს. ბანკები და ფინანსები პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის 33% საქართველოს სახელმწიფო საკუთრება იქნება, წინა მთავრობების დროს დიდი პროექტებიდან მხოლოდ ხელისუფალნი ხეირობდნენ - ეს აღსანიშნია!  Emaar ხუთი წლის განმავლობაში $6,5 მილიარდის  ინვესტიციას გეგმავს.

რას მოიტანს საქართველოსთვის ეს ინვესტიცია?

ეკონომიკა ყოველწლიურად დამატებით 1,8%-ით გაიზრდება, 5 წლის თავზე კი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე  ეკონომიკის მატება 25% ანუ $8-9 მილიარდი იქნება (მულტიპლიკატორის გათვალისწინებით). აშენებული კომპლექსების ფუნქციონირების დაწყება ტურიზმის ხარჯზე ყოველწლიურად კიდევ 1,5% დამატებით ზრდას მოიტანს.

რა მინუსებია?

პროექტი რისკებს აჩენს, რომელიც უცხოელების იმიგრაციასთან შეიძლება იყოს  დაკავშირებული. რეალურად აჩენს თუ არა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ აჩენს, რადგან პროექტის პრეზენტაციას არ ახლდა საკმარისი ახსნა-განმარტება. იმიგრაცია რამდენიმე სახის რისკს მოიცავს:

1. ეკონომიკური: სამუშაო ადგილებს უცხოელები დაიკავებენ, ადგილობრივი მოქალაქე  უმუშევარი დარჩება. 2. ინსტიქტური: ხალხი ყოველთვის უფრთხის ცვლილებებს, მოსალოდნელი ცვლილებები კი შეიძლება უარყოფითი იყოს. 3. კულტურული: უცხოელები თავის კულტურულ კლასტერს განავითარებენ. 4. საზოგადოებრივ-პოლიტიკური: ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას აქვს უფლება საკუთარი ენის, კულტურის და რელიგიური თავისუფლების მატერიალიზება მოითხოვოს.

ადამიანი ინსტიქტურად ყოფს სხვა ადამიანებს ორ კატეგორიად: „ჩვენიანი“ და „უცხო“. აქედან გამომდინარე, საზოგადოების რეაქცია ბუნებრივია. ეს ინსტინქტი განსაკუთრებით  მცირერიცხოვან ერებს აქვთ გამძაფრებული. ხალხის რეაქცია ამ პროექტზე მოსალოდნელიც იყო და არ არის გასაკვირი. ეს ინსტინქტი ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე მოვადუნეთ და სავალოლო შედეგები მივიღეთ. მთავრობამ ამას უნდა შეხედოს, როგორც ჯანსაღ პროცესს, არ უნდა დაუპირისპირდეს მათ ვინც კითხვებს სვამს - პირიქით, ითანამშრომლოს საზოგადოებასთან როგორც თანამოაზრემ, ყველა კითხვას გასცეს პასუხი, გამჭვირვალე გახადოს ამ პროექტის ყველა დეტალი და რისკების დასაზღვევად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. ეს საკითხის იმგვარად გადაწყვეტა იქნება, როცა ყველა მოგებული და კმაყოფილი დარჩება. გარდა იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ თემაზე ქულების დაწერას ცდილობენ: გლობალისტების მსახური და ულტრალიბერალური პარტია „ლელო“ ლამისაა გაშიშვლდეს, ტანზე თაფლი წაისვას და ორთაჭალა/კრწანისის სამშენებლო  მოედანზე მცხუნვარე მზეს მიეფიცხოს ნოემბერში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის გამოსახატავად.  პატრიოტიზმის ხარისხით ხიდაშელ-უსფაშვილ-სამადაშვილი მოუხდება ამ სცენას. ნაცი ტაქსისტები ამბობენ: მათ სხეული რომ დაუსერო სულ საფერავი  წარმოდინდების. თუმცა... ჩვენ ხომ ვიცით, რომ მიკროსკოპში ჩახედვისას მათ ყველა უჯრედში ჯორჯ სოროსის ჩვენზე და დემოკრატიაზე ზრუნვით დანაოჭებული სახეა დახოცილი მიტოქონდრიებისგან შეცხობილი.

ზოგადად უცხოური ინვესტიცია ისეთ სფეროში, რომლის გაკეთებაც ჩვენ თავად შეგვიძლია მისასალმებელი არ არის. უცხოელი ინვესტორი კაპიტალს აბანდებს, მაგრამ მოგვიანებით ჩადებულს ნამატით გაიტანს.  მისასლამებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ისეთ პროექტებში, რომლის განხორციელება ჩვენ თავად არ შეგვიძლია ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო.  მაგალითისთვის: მიკროპორცესორების, ოპტიკური ხელსაწყოების, ელექტრომობილების წარმოება, გეოთერმული ელექტროსადგური და ასე შემდეგ. დასავლეთიდან ინვესტიცია, შეღავათიანი კრედიტები არ მოდის ან მოდის შეზღუდულად და რაც მოდის დიდი ნაწილი ისევ ქართველებისაა. ეკონომიკის მოცულობის გასაზრდელად კი ვალუტის შემოდინება აუცილებელია.

რა უნდა გაკეთდეს?

ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების წუხილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით საჭიროებს რისკების დაზღვევის მექანიზმების ამოქმედებას:

  1. გამკაცრდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე დროებითი და მუდმივი ბინადრობის გაცემის რეგულაციები
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძლაოთ სპეციალური მოწვევის გარეშე დასაქმება. მომწვევმა უნდა დაასაბუთოს უცხოელის კვალიფიკაციის მაღალი დონე და უპირატესობა საქართველოს მოქალაქესთან შედარებით.
  3. გაუქმდეს უძრავი ქონების შეძენით ბინადრობის უფლების მიღების ნორმა და საჭიროების შემთხვევაში გაიცეს 90-დღიანი ვიზა ყოველ 180 დღეში, რათა 10 წლის შემდეგ არ შეიქმნას წინაპირობა მოქალაქეობის მოთხოვნისთვის.
  4. დროებითი ბინადრობის უფლება გაიცეს საქართველოს ეკონომიკაში $1,000,000-ის ან მეტი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, გაგრძელდეს თუ ინვესტიცია ისევ ეკონომიკაშია.
  5. მოქალაქეობის გაცემის წესის ბოლო მოდელი საკმაოდ მკაცრია და გულისხმობს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და ქართული კანონმდებლობის აუცილებელ ცოდნას. ეს უნდა შენარჩუნდეს.
  6. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობს და მიწა დაუმუშავებელია, მესაკუთრემ ყოველ ჰექტარზე 2000 ლარი წლიურად უნდა გადაიხადოს. შემოსული თანხა მოხმარდეს შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამას. დასაშვებია მიწის იჯარით გაცემა საქართველოს მოქალაქეზე მისი დამუშავების მიზნით.
  7. Emaar-თან გაფორმდეს შეთანხმება მშენებლობის ყველა ეტაპზე და ექსპლუატაციაში შესული კომპლექსების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პერსონალის მინიმუმ 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. დარჩენილი 10%-ის მაღალი კვალიფიკაცია და უპირატესობა დადასტურებულ უნდა იქნას.
  8. გაგრძლედეს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირების გამოვლენა და დეპორტაცია. ამ მიზნით შეიქმნას ცხელი ხაზი საზოგადოების და სამართალდამცავი სტრუქტურების მეტი კოორდინაციისთვის ან გამოყენებულ იქნას 112.
  9. Emaar-თან საბოლოო შეთანხმება გასაჯაროვდეს.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია რომ:

  1. არ მივიღოთ უცხოელების კლასტერული დასახლება და აღიკვეთოს უკანონო და დაბალკვალიფიციური იმიგრანტების ყოფნა საქართველოში.
  2. სახელმწიფომ შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგიტიმური უპირატესობა უნდა უზრუნველყოს.
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი არ მუშავდება, ხდება ნიადაგების დეგრადაცია და საჭიროა ახალი საკანონმდებლო და საგადასახადო მექანიზმების შექმნა იმისთვის, რომ აღნიშნული მიწები დამუშავდეს ან გამოვიდეს გასაყიდად ან გადაეცეს იჯარით საქართველოს მოქალაქეებს დასამუშავებლად. სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა ძალაში უნდა დარჩეს, ხოლო მიწის სტატუსის ცვლილება აიკრძალოს განსაკუთრებული და სახელმწიფოებრივი ინტერესების შემცველი შემთხვევების გარდა.

გააკეთეთ ასე და იქნება სიმშვიდე", - წერს გოგავა.