სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში, თბილისში, „დინამო არენაზე“ ამერიკელი მუსიკოსის, ბრუნო მარსის კონცერტამდე ერთ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი.

„კომერსანტმა“ გაყიდული ბილეთების რაოდენობა tkt.ge–ზე გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა 22 სექტორში ბილეთები გაყიდულია, 10-მდე სექტორში კი ადგილების უმრავლესობა თავისუფალია.

„ბლექ სი არენას“ მედია მენეჯერის ცოტნე გეგეჭკორის განმარტებით 50 000 ბილეთიდან ამ ეტაპზე დარჩენილია 10 000-ზე ნაკლები.

კონცერტის ბილეთები 20 ივნისიდან 2 პლატფორმაზე tkt.ge-სა და superapp-ზე იყიდება. კონცერტი 1-ელ ოქტომბერსაა დაგეგმილი და ბილეთის ფასი 180 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს.

5 სექტემბრიდან, ბრუნო მარსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თიბისი ბანკი „TBC განაწილებას“ სთავაზობს, რაც თანხის 4 ნაწილად გაყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, განაწილებით შეძენილ ბილეთებზე, თიბისის ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ბრუნო მარსი 15 გრემის, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და გავლენიანი არტისტია. მისი სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans გამოსვლითანავე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა.