პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ბანკები და ფინანსები" გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ორი საუკუნის მოვლენა!
11 თებერვლის პოსტში https://www.facebook.com/share/p/1K7VCPcLSe/ ვივარაუდეთ, რომ ტრამპი, „Deep State“-ის ამერიკული სტრუქტურების დარბევის შემდეგ, მის რეალურ პატრონებს ანუ აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიადგებოდა. ფედერალური სარეზერვო სისტემა ლიბერალ-გლობალისტების ღერძული სტრუქტურაა, ის კერძო საბანკო სახლების მიერ არის შექმნილი და 1913 წლიდან აშშ-ს საბანკო-ფინანსურ სისტემას აკონტროლებს. მსოფლიო ვაჭრობის 55% დოლარით ხდება, რაც მათ დამატებით $10 ტრილიონიან ეფექტს აძლევს. აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის ($1,8 ტრილიონი 2024წ.) დიდი ნაწილის შევსება ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესხის აღებით ხდება, მეორე ნაწილის - უცხო ქვეყნებზე გაყიდული სახაზინო ობლიგაციებით.
ამ პროცესის შედეგად აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 2025 წლისთვის $36,6 ტრილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც ამერიკული ეკონომიკა 2024 წელს $29,7 ტრილიონი იყო. შედარებისთვის: ჩინეთის ეკონომიკა 20024 წელს $18,8 ტრილიონი იყო ნომინალით, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტით PPP - $37 ტრილიონი.
2025 წელს აშშ-ს ფედერალურ ბიუჯეტმა სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის $952 მილიარდი უნდა გადაიხადოს, 2026 წელს -$1 ტრილიონი, ხოლო 2035 წელს $1,8 ტრილიონის გადახდა მოუწევს და ეს მხოლოდ დარიცხული პროცენტია. აშშ-ს ბიუჯეტის მთელი ხარჯი 2025 წელს $7 ტრილიონით არის განსაზღვრული. გამოდის, რომ სახელმწიფოს ხარჯების თითქმის 14% ვალის პროცენტის მომსახურებას უნდა მოხმარდეს, საიდანაც ლომის წილი ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიაქვს.
7 მარტს სენატორებმა თომას მასიმ, მაიკ ლიმ და კიდევ 10-მა კონგრესმენმა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომლის მიხედვით ფედერალური სარეზერვო სისტემა უქმდება!!!
შემდეგი შეტევის ობიექტი ოფშორული ზონები გახდება, რომლის 80% გლობალისტების მეორე დასაყრდენის - დიდი ბრიტანეთის კონტროლირებად ტერიტრიებზეა განთავსებული.
ქართველ ბიზნესმენებს ვურჩევ, ოფშორებში განთავსებული თანხები საქართველოში გადმოიტანონ და კიდევ ერთი რეკომენდაცია: იმ ქართულ ბანკებში გადმოიტანეთ, რომელთა აქციები უცხოურ საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, ქართველებს უცხოურ საბანკო სისტემაში $45 მილიარდი აქვთ. ჩამოიტანეთ ეგ ფული და მოახმარეთ ქართულ ეკონომიკას - აყვავდება ქვეყანა! არ გარისკოთ ოფშორში გაჩერება! ახლა ხომ გასაგებია, ოფშორებიდან ფულის საქართველოში გადმოტანის გამარტივების კანონი ორიოდე თვის წინ რატომ მიიღეს?!", - წერს გოგავა.