პრიემირ მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია და მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. 1.5 საათით შევამცირებთ თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაციაც, - "შედეგად აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ანუ განახევრდება გადაადგილების დრო თბილისის-ახალციხის მიმართულებაზე”, - განაცხადა პრემიერმა.