ყაზახეთის მაჯილისმა ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის მავნე შინაარსისგან დასაცავად ზომები მიიღო.

დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „არქივთან დაკავშირებულ გარკვეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“. დოკუმენტი მოიცავს დებულებას, რომელიც კრძალავს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას.

„პედოფილიის და/ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის გავრცელება საჯარო სივრცეში, ასევე მედიის, სატელეკომუნიკაციო ქსელების და ონლაინ პლატფორმების საშუალებით აკრძალულია“, - განაცხადა მაჯილისის პრესსამსახურმა.