საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 507.77 მილიონი ლარით, ანუ 0.75%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი – 37.64 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებსეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 19.09 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.29%-ითნაკლებია.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა.წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.260 პროცენტული პუნქტით.