ტაქსის კომპანია Yandex taxi ყირგიზეთში განსაკუთრებულად დიდი ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის (SCNS) მიერ კომპანიის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა.

ამის შესახებ ინტერფაქსი წერს.

„საგადასახადო გადასახადის განსაკუთრებით დიდი მასშტაბით თავის არიდების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შპს „იანდექსის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, შპს „იანდექსი. ტაქსი კორპ.“ და მისი პარტნიორები, ყირგიზეთის ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი სამსახურის მიერ არაერთგზის გატარებული ზომების მიუხედავად, არაგონივრულად ზრდიდნენ საპროცენტო განაკვეთებს კერძო ტრანსპორტით დაკავებული მანქანების მძღოლებისთვის და, შესაბამისად, ხელოვნურად ზრდიდნენ ტაქსის მომსახურების ღირებულებას.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ უკანონო ქმედებებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაზე, რათა მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.