უკრაინაში სიგარეტისა და ალკოჰოლის ნაღდი ფულით შეძენის აკრძალვას განიხილავენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, როსტისლავ შურმამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, რომ აქციზის გადასახადი შეიძლება გახდეს უკრაინაში მომავალი საგადასახადო რეფორმის ერთ-ერთი კომპენსატორი, რომელსაც პრეზიდენტის აპარატი ძლიერად ლობირებს.

"ჩვენ განვიხილავთ მავნე მოხმარების პროდუქტებზე დასაბეგრი ბაზის გაზრდას. ეს არის თამბაქო, ალკოჰოლი და წიაღისეული საწვავი. რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადასახადების განაკვეთებს საშუალო ევროპულ დონემდე მივიყვანთ.

„ჩვენ ვგეგმავთ ორ ფუნდამენტურ ცვლილებას. პირველი არის ელექტრონული აქციზი. არა აქციზური მარკები, რომლებიც კოლოფზეა გამოსახული, არამედ უნიკალური QR კოდი. იმისათვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს, ჩვენ უნდა გადავიტანოთ გადასახადები აქციზურ საქონელზე ექსკლუზიურად, უნაღდო ფორმატი, ანუ ბარათი“, - განაცხადა შურმამ.

ეკა უკლება