ჟურნალმა Forbes Türkiye-მ მილიარდერების სია განაახლა და ორი წლის შემდეგ პირველად, პირველი ადგილი შეიცვალა. კომპანია Chobani-ს მფლობელი ჰამდი ულუკაია თურქეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომელმაც პირველი ადგილი ბიზნესმენ მურატ ულკერს ჩამოართვა.

ულუკაიას ქონება 13,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მურატ ულკერი, 5,4 მილიარდი დოლარის ქონებით, მეორე ადგილზეა, ხოლო შაბანი ჯემილ კაზანჯი 4,7 მილიარდი დოლარით სამეულს ასრულებს.

თურქეთის ათ უმდიდრეს ადამიანს შორის ასევე არიან ერმან ილიჯაკი (2,9 მილიარდი), მეჰმეთ სინან-ტარა (2,8 მილიარდი), ფერიტ შაჰენკი (2,6 მილიარდი), იპეკ კირაჩი (2,5 მილიარდი), სევიმ არსელი (2,4 მილიარდი), ფილიზ შაჰენკი (2,4 მილიარდი) და მუსტაფა რაჰმი კოჩი (2,2 მილიარდი).