გალტ & თაგარტის 13–17 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები წითელ ზონაშია. ყველაზე ნაკლები Georgia Capital-მა დაკარგა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.20% წინა კვირასთან შედარებით და -3.15% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 73.25 - 79.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 41.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.53% წინა კვირასთან შედარებით და - 7.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 452 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.80 - 45.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.84% წინა კვირასთან შედარებით და -0.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 218 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.35 - 25.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.