აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვერ მიღო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნობელის პრემიის კომიტეტმა ჯილდო მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს მარია კორინა მაჩადოს გადასცა.

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, მაჩადოს ჯილდო „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების მხარდაჭერისთვის გადაეცა“.

ცნობისთვის, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება სურს, რადგან ბევრი კონფლიქტის მოგვარება შეძლო. ნობელის პრემიაზე ის რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად წარადგინა, მათ შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი.