დღეს, როცა მომხმარებელი ყოველდღიურად ათეულობით შეტყობინებასა და შეთავაზებას ხედავს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული გამოწვევაა, მოხვდეს სწორ დროს, სწორ ეკრანზე. სწორედ ამაზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი კიდევ უფრო ვითარდება — ესაა პლატფორმა, სადაც ბიზნესს საკუთარი მომხმარებლებისთვის ფასდაკლების, ქეშბექის, ან PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა და გამოქვეყნება შეუძლია.

სად გამოჩნდება თქვენი შეთავაზება?

Ads მენეჯერი ბიზენსს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ გაიგოს, თუ რა საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს ბანკი – განსაზღვროს, სად და როგორ გავრცელდება მის მიერ შექმნილი შეთავაზება:

  • SMS-ით სამიზნე აუდიტორიასთან;
  • Newsletter-ით სამიზნე აუდიტორიასთან;
  • სოციალურ მედიაში– საქართველოს ბანკის ოფიციალურ გვერდებზე;
  • Offers.bog.ge – ერთიანი სივრცეში, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტერესების მიხედვით შეთავაზებებს ეძებენ;
  • მობილბანკში – აპლიკაციის „story“-ში ან შეთავაზებების გვერდზე;
  • sCoolApp-ში, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ აპლიკაციაში, სადაც ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები ვრცელდება.

რატომ არის ეს პლატფორმა განსაკუთრებით ღირებული მცირე და საშუალო ბიზნესიებისთვის?

ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი შეთავაზება ფართო აუდიტორიას წარუდგინოს. საგულისხმოა, რომ მხოლოდ მობილბანკს უკვე 1.7 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს.

გარდა ამისა, შესაძლებელია მიზნობრივი სეგმენტაცია – Ads მენეჯერში შესაძლებელია, ზუსტად განსაზღვროთ, ვისთვის ქმნით შეთავაზებას: SOLO, Amex, Plus ბარათის მფლობელებისთვის, სტუდენტებისთვის, ან კონკრეტული ინტერესებისა და ასაკის მომხმარებლებისთვის თუ სხვა. გარდა ამისა:

  • ინფორმაცია საქართველოს ბანკის არხებში ბიზნესისთვის უსასყიდლოდ ვრცელდება
  • პროცესები მარტივია – პლატფორმა ინტუიციურია და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, თვითონ შეგირჩევთ რა ტიპის შეთავაზების შექმნაა ყველაზე ოპტიმალური, გარდა ამისა, AI-ის მეშვეობით შესაფერის ვიზუალსა და საკომუნიკაციო ტექსტებსაც შექმნით.
  • ანალიტიკა რეალურ დროში – ნახავთ, ვინ გამოიყენა და რა შედეგი მოიტანა კამპანიამ.

Ads მენეჯერი მუდმივად ვითარდება და მას ემატება ფუნქციონალები, რომლებიც ბიზნესს შეთავაზების შექმნიდან მის გააანალიზებამდე სრულ პროცესს უმარტივებს.

როგორ დავიწყოთ?

თუ თქვენი მიზანია გაყიდვების სტიმულირება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა ან ლოიალობის ზრდა — შექმენით შეთავაზება manager.bog.ge-ზე.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.ge-დან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობა, manager.bog.ge-ზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ.