Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის შეყვარებული იულია ვავილოვამ, თავის გამომწერებს მილიარდერის მოზიდვის რჩევები მისცა.

სკრინშოტი მარია პოგრებნიაკის პირად ბლოგში გამოქვეყნდა.

„პასუხი ყოველთვის ერთია - ყურადღება საკუთარ თავზე გაამახვილეთ. თქვენ უნდა განვითარდეთ, გაიზარდოთ და ააშენოთ ცხოვრება იმდენად სავსე, რომ მასში სიყვარული მხოლოდ შესანიშნავი დამატება იყოს და არა პრობლემების გადაწყვეტა“, - თქვა ბლოგერმა.

იულია ვავილოვა 25 წლისაა, ის ინგლისური, ესპანური და არაბული ენებიდან მთარგმნელია. 40 წლის დუროვთან ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. ვავილოვა ბიზნესმენთან იყო 2024 წლის აგვისტოში საფრანგეთში მისი დაკავების დროს.

შემდეგ მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუროვის დაკავების ფონზე სტრესის გამო, მან შვილი დაკარგა. იულიამ თავის მიმდევრებს გაუზიარა, რომ ბევრი მას პაველის დაკავებაში ადანაშაულებდა, რამაც პანიკის შეტევა გამოიწვია.

ვავილოვამ განაცხადა, რომ გაყინული ორსულობის შესახებ მეათე კვირაში შეიტყო.