აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და სამხრეთ კორეულმა Samsung E&A Co., Ltd.-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

მინისტრის თქმით, Samsung E&A Co., Ltd.-ის პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან ჰონგ ნამკუნგთან შეხვედრისას მათ ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლას ენერგეტიკული აქტივების ეფექტურობის გაუმჯობესების, წარმოების ლოკალიზაციის, რეგიონული ინდუსტრიული ცენტრის შექმნის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკის დეკარბონიზაციის მიმართულებით.

დოკუმენტის განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი კომპანიების გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრაციისთვის.