სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში მოწევისთვის სპეციალურ ზონაში შესასვლელად საფასური დაწესდა.

როგორც ABC.AZ იუწყება, ახლა, პულკოვოს აეროპორტის შენობაში მოწევისთვის, 500 რუბლის გადახდაა საჭირო.

ასევე, ოთახი ამიერიდან დღეში სამჯერ დაიკეტება ტექნიკური შესვენებების გამო, რომლებიც 45 წუთი გაგრძელდება: 6:00 საათიდან 6:45 საათამდე, 15:00 საათიდან 15:45 საათამდე და 23:45 საათიდან 00:30 საათამდე.