ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქსელი გააფართოვა და ევროპის პოპულარულ ლოკაციებზე კიდევ 3 მიმართულება დაამატა.

ამრიგად, ზაფხულის დასაწყისიდან დაჯავშნის სისტემაში ხელმისაწვდომია ახალი მიმართულებები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და იტალიიდან.

2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი მიმართულებებია:

სევილია (ესპანეთი) - Brive-la-Gaillarde (საფრანგეთი): 2024 წლის 1 ივნისიდან - კვირაში ორჯერ;

ბრიუსელის შარლეროა (ბელგია) - პონტა დელგადა (პორტუგალია): 2024 წლის 3 ივნისიდან - კვირაში ერთხელ;

მილან ბერგამო (იტალია) - ბიარიცი (საფრანგეთი): 2024 წლის 3 ივნისიდან - კვირაში ორჯერ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ბილეთების საბაზისო ფასები 27 ევროდან იწყება.

ბილეთები მილანიდან ბიარიცში 3 ივნისს შეგიძლიათ შეიძინოთ 26,74 ევროდ, ბიარიციდან მილანში 10 ივნისს - 27,87 ევროდ. ბრიუსელიდან პონტ დელგადის მიმართულებით ფრენა ივნისის პირველ დღეებში 97 ევრო ეღირება.