რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა, მოამზადა ცვლილებები კანონში „რუსეთის ფედერაციაში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის საზღვარზე თარიღისა და დროის წინასწარ დაჯავშნას სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთისას.

"რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გავლა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, ხორციელდება დაჯავშნულ თარიღსა და დროს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილი წესით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეს პროცედურა მოიცავს დაჯავშნისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, საზღვრის გადაკვეთის განსაზღვრულ დროს, მანქანების კატეგორიებს, რომლებიც შეძლებენ საკონტროლო პუნქტების გარეშე გავლას.

2023 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთის მთავრობას შეეძლება საზღვრის გადაკვეთის სქემის განხორციელების სპეციფიკა განსაზღვროს თარიღისა და დროის დაჯავშნით.

ეს გადაწყვეტილებები შეიძლება გავრცელდეს 2024 წლის 1 მარტამდე.

გიორგი არაბული