1 უნცია ოქროს ფასმა 4000 დოლარს პირველად გადააჭარბა. ფასი ახლაც აგრძელებს ზრდას და დაახლოებით 4050 დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ოქრო 50%-ზე მეტით გაძვირდა.

სპეციალისტები ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აშშ-ის მთავრობის „შათდაუნს“, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება.

ასეთ ვითარებაში, ოქრო განიხილება, როგორც ე.წ. „უსაფრთხო თავშესაფრის“ საინვესტიციო აქტივი, რომლისგანაც მოსალოდნელია, რომ შეინარჩუნებს ან გაზრდის თავის ღირებულებას ბაზრის ტურბულენტობის ან ეკონომიკური ვარდნის პერიოდებში.