ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა 2028 წლის ბოლომდე გაიხსნას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამჟამად მიმდინარე დაგეგმვისა და განხორციელების გარდა, ზანგეზურის დერეფნის პროექტსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანში ყველა საგზაო და სარკინიგზო კავშირი მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც იგივე ტემპით განხორციელდება, ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფნის გახსნა შესაძლოა 2028 წლის ბოლომდე მოხდეს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.