როდესაც საქართველოს შესახებ, ეკონომიკური მიღწევის შესახებ ეცნობი ინფორმაციას და ხვდები რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში, გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი. რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ, ძალიან ბევრს მუშაობთ, ეს იოლი არ არის, - ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, საქართველო აღწევს უმაღლეს მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში და ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს.
„როდესაც საქართველოს შესახებ, ეკონომიკური მიღწევის შესახებ ეცნობი ინფორმაციას და ხვდები რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში, გონივრულად უნდა დაფიქრდეს ადამიანი. 8-9, თუნდაც 7% -ის მიღწევა მოახერხო ქვეყანაში, ეკონომიკური მაჩვენებელი მაქვს მე მხედველობაში. რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ. აშკარად ძალიან ბევრს მუშაობთ, ეს იოლი არ არის, წარმატება ამ სფეროში იოლი ნამდვილად არ არის. 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ყოველდღე ბრძოლაა ჩემთვის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება განსაკუთრებით ჩემს კომპანიაში. ამავდროულად მინდა, ვთქვა, რომ თქვენ აღწევთ უმაღლეს მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არავის აქვს.
ვიტყვი, რომ ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან, რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ თქვენ და თქვენი გუნდი ამ ტემპით, ამ მასშტაბით. აშკარად კარგი პოლიტიკაა, რომელიც მუშაობს, ძალიან დიდი ძალისხმევაა ხალხის და გუნდის დიდი წარმატება. ეს ჩვენთვის, ინვესტორებისთვის გადამწყვეტია, რადგან ჩვენ, ინვესტორებს პრინციპში გასათვლელი გვაქვს ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა, რომელიმე კონკრეტულ საქმეში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი მოცულობის სამუშაო გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში.
ვიდრე ხელს მოვაწერდით შეთანხმებას, მანამდე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვაგულიანებთ. ეს ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ, ძალიან ვუფრთხილდებით. გულის სიღრმიდან მთელი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ გვენდეთ. ამხელა მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ კარები თქვენი ქვეყნის. თქვენ ინვესტორად კი არ გვექცევით, გვექცევით როგორც ოჯახის წევრად.
ასეთი განწყობა განსაკუთრებულია და ეს ყველას ეხება საქართველოში. ყველა ქართველი ასე ექცევა ყველა სტუმარს. როდესაც 40-წლიანი გამოცდილებით მოდის კომპანია ქვეყანაში, ამ 40 წელში იყო შეცდომებიც და წარმატებები, მაგრამ ძალიან დავხელოვნდით მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს მთელი გამოცდილება კარგი, წარმატებული გამოცდილება მოგვაქვს საქართველოში“, - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.