ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ საბაზისო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 3,5%-მდე გაზარდა.

ამის შესახებ ECB-ის განცხადებაშია ნათქვამი.

დეპოზიტების განაკვეთი გაიზარდა 3%-მდე, ECB-ის მოკლევადიან სესხებზე - 3,75%-მდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ECB ელოდება "ზედმეტად მაღალი" ინფლაციის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში.