რუსეთი შეძლებს ომის გაგრძელებას დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, თუ კრემლის ნავთობის შემოსავლების მკვეთრი შემცირება არ მოხდება. ამ დასკვნამდე Bloomberg-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Citi-ს ანალიტიკოსები მივიდნენ რუსეთის ფედერაციის შემოსავლებისა და ხარჯების ამჟამინდელი დონის ანალიზის შემდეგ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ზღვარი, ძირითადად, ჩინურ იუანში დენომინირებული რუსული რეზერვების გამო - ეს ნაწილი არ მოექცა დასავლეთის სანქციებს და კვლავ ხელმისაწვდომია რუსეთის ხელისუფლებისთვის.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება, ანუ რუსული ნავთობის გაყიდვა ბარელზე დაახლოებით 50 დოლარად, საშუალებას მისცემს რუსეთის ხელისუფლებას გააგრძელოს საომარი მოქმედებები ქვეყნისთვის შედარებით უმტკივნეულოდ სამი წლის განმავლობაში, დაფაროს ბიუჯეტის დეფიციტი ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
"სიტიბანკი" ოდნავ უფრო მკაცრ პროგნოზს იძლევა - რუსეთის ბიუჯეტისთვის და შესაბამისად სახელმწიფოსთვის 2,5 წლის შედარებით უმტკივნეულო ცხოვრება.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ იუანის მარაგი შეიძლება ამოიწუროს 2023 წელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ნავთობის საშუალო ფასი დაეცემა 25 დოლარამდე ბარელზე ან უფრო დაბლა.
ამავდროულად, ექსპერტთა ორივე ჯგუფი თანხმდება, რომ ნავთობის ფასის 35-დან 50 დოლარამდე შენახვა ბარელზე რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს არ შეამცირონ ხარჯები და წელი საკმაოდ უმტკივნეულოდ გაიარონ. ნავთობის ღირებულება ბარელზე 60 დოლარის ზემოთ მოსკოვს სავალუტო რეზერვების შექმნის საშუალებასაც კი, აღნიშნავს სააგენტო.
რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი 2023 წლისთვის შედგენილია ნავთობის საშუალო წლიური ფასის მიხედვით 70 დოლარი ბარელზე. Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 10 წელია ასე არ იყო დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე.
რუსული ნავთობის ამჟამინდელი ფასი უცხოურ ბაზრებზე 47 დოლარია.
გიორგი არაბული