რუსი ფერმერების მიერ გასულ წელს მოკრეფილი მარცვლეულის რეკორდული მოსავალი რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, ჩინეთს არ სჭირდებოდა.

ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც Bloomberg-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, იანვარ-აპრილში ჩინეთმა 6 მილიონი ტონა ხორბალი შემოიტანა - 60%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. მაგრამ რუსეთის მიწოდებამ შეადგინა მხოლოდ 30 ათასი ტონა, ანუ იმპორტის 0,5%.

გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა შარშან განაცხადა, რომ ის დაუშვებდა იმპორტს მთელი რუსეთიდან, ვაჭრობას აფერხებს მრავალი პრობლემა, მათ შორის ფიტოსანიტარული რეგულაციები და ტრანსპორტის პრობლემები.