რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით მარცვლეულის კიდევ ერთი ტვირთი გადაიზიდა.

ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით მარცვლეულით სავსე 11 ვაგონი გაიგზავნა, რომელთა საერთო წონა 1023 ტონაა (770 ტონა წმინდა). ტვირთი ამ მარშრუტით ტრანზიტის რეგულაციების შესაბამისად გადაიზიდება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით 22 000 ტონაზე მეტი მარცვლეული, ანუ 320 ვაგონი გადაიტანეს. გარდა ამისა, იმავე მარშრუტით 610 ტონა სასუქი (9 ვაგონი) გადაიტანეს.