ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, 2026 წლის მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

კომპანიის შემოსავალი 28 მილიარდი დოლარის ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით შემცირდა და 787 მილიონი დოლარი შეადგინა.

Tesla-ს ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით, 20,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო მოგება თითო აქციაზე 0,39 დოლარიდან 0,22 დოლარამდე დაეცა (შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში წმინდა მოგებამ 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა).

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით კომპანიამ 464 391 ავტომობილი აწარმოა (ზრდა 4%-ია), თუმცა მიწოდების მოცულობა 2%-ით შემცირდა და 486 532 ერთეული შეადგინა.

კომპანიის განცხადებით, წარმოების ზრდის შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი ბატარეების მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო.