სამხრეთ კორეის ფარგლებს გარეთ ტრადიციული რამენის ლაფშების გაყიდვებმა გასულ წელს რეკორდს მიაღწია.
მიზეზი სამხრეთ კორეის პოპ კულტურის გაზრდაა მთელ მსოფლიოში, წერს Pulse News.
ტოპ ოთხი მწარმოებლის - Nongshim-ის, Samyang Foods-ის, Ottogi-სა და Paldo-ს ლაფშის საზღვარგარეთ გაყიდვებმა გასულ წელს შეადგინა 2,1 ტრილიონი ვონი (1,71 მილიარდი დოლარი).
თავად სამხრეთ კორეაში გაყიდვებმა 2,4 ტრილიონ ვონს მიაღწია.
ლაფშის უმსხვილესი მწარმოებელი იყო Nongshim-ი ბაზრის წილით 50%-ზე მეტი და კუმულაციური გაყიდვებით 2.3 ტრილიონი ვონი, მეორეზეა Samyang Foods 840 მილიარდი ვონით.
ეკა უკლება













