თბილისის ტრამვაი, 1904-2012 წლები – 200 უნიკალური ფოტო პირადი არქივებიდან






































































































































































































წყარო. tramvai.ge
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო, სურსათის გამორიცხვით ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4 პროცენტი შეადგინა. ასევე, მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.5 პროცენტის ფარგლებში, შენარჩუნდა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ დაბალია (0 პროცენტი), დიდწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს.სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2025-2026 წლებში მცირედით ზემოთ გადაიხედა, რაც, მეტწილად, სურსათის მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად იწურება. ცენტრალური სცენარიც სწორედ ასეთ განვითარებას მოიაზრებს. კერძოდ, აღნიშნული დინამიკა დროებითი ხასიათისაა და არ იწვევს ე.წ „მეორე რაუნდის“ ეფექტებს, რაც გულისხმობს, რომ ზეწოლა არ გადადის სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე.ამასთანავე, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ზრდის ტემპს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–სექტემბერში რეალური მშპ საშუალოდ 7.7%-ით გაიზარდა. ერთობლივი მოთხოვნის მის გრძელვადიან ტრენდთან დაახლოებას დამატებით ხელს უწყობს, ფინანსურ ბაზარზე ფინანსური პირობების გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნება. ეს უკანასკნელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთების დინამიკაში აისახება.მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომელიც მპკ-მ განიხილა, ერთი მხრივ, მოიაზრებს გლობალური ინფლაციური რისკების რეალიზებას. კერძოდ, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკის ხელახალი გამწვავება, გლობალურად ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაააქტიურებს და შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიწოდების ჯაჭვებზე. ეს კი საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული ტიპის საქონლის ფასების დამატებითი ზრდის რისკებს აძლიერებს. ამ სცენარით, სატარიფო პოლიტიკასთან ერთად, გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაციის რისკებიც საყურადღებოა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე. მაღალინფლაციური სცენარი ეგზოგენურ ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური რისკების რეალიზებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ფასების საერთო დონის მიზნობრივზე მაღალი ზრდის ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა ინფლაციური მოლოდინები გააძლიეროს. ამავდროულად, თუ ასეთ ვითარებაში, ერთობლივი მოთხოვნა მის პოტენციურ დონეზე ძლიერი შენარჩუნდება, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე წნეხი გაძლიერდება. ამ რისკების რეალიზება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას მოითხოვს.მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეს სცენარი, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების მსგავსად, მოიაზრებს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად კლებად ტენდენციას, რომელიც მიწოდების ზრდისა და გლობალური მოთხოვნის შენელების ასახვა იქნება. ამავდროულად, ამ სცენარით, დოლარის გლობალურად შესუსტებული პოზიციის ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება, რაც იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დამატებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შრომის ბაზრის ტენდენციები ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების შესაძლებლობებს აძლიერებს.მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. თუმცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.
1762330050
„SOLO ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების, შემოქმედებისა და ნიჭის, ქართული უნიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გია ყანჩელის ოჯახის თანხმობით და „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით, შეგვექმნა ეს ულამაზესი და გამორჩეული ვიტრინები, სადაც თითოეული ფოთოლი ხელით არის დამზადებული. SOLO-ს ასევე ერგო პატივი და გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია SOLO-ს ლაუნჯებში გაისმება“, - განაცხადა SOLO-ს ბრენდ მენეჯერმა ლიზა ქისტაურმა.„ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად SOLO ლაუნჯებში გაგვეცოცხლებინა გია ყანჩელის მემკვიდრეობა,“ - დასძენს ლიზა ქისტაური.„ჩვენი შემოდგომის ვიტრინების თემა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებია“. ვიტირნებში მოთავსებულ დიდი ზომის თითოეულ ტოტზე და ღეროზე ათასობით ყვითელი ფოთოლი სათითაოდ, ხელით დამაგრდა. ფოთლების ნაწილი მსუბუქად მოძრაობს ჰაერის ნაკადის მეშვეობით, სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმების დახმარებით. ფოთლების რხევა შემოდგომის ნიავის შეგრძნებას გვაძლევს. ვიტრინის ფერადი, ამრეკლავი ფონი კი ყვითელ ფოთლებს ფერადოვნებას ანიჭებს“, - ამბობს TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე.
1762328220
Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით საბანკო სექტორს გარდაქმნიან. კონკურსის მიზანია გამოავლინოს გამორჩეული ინიციატივები, რომლებიც მომავლის ბანკინგში ახალ სტანდარტს ქმნიან.საქართველოს ბანკმა აღნიშნული ჯილდო მოიპოვა Ads მენეჯერის პლატფორმით – ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტით, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად შექმნან შეთავაზებები და განათავსონ ისინი ბანკის ციფრულ არხებში, მათ შორის მობილბანკსა და sCoolApp-ში, სადაც ყოველთვიურად 1.7 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია. პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესის კომუნიკაციას მომხმარებლებთან. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც შეთავაზების შექმნა, ასევე ვიზუალის შერჩევა, შედეგების გაზომვა და ანალიტიკის ნახვა. სწორედ ამ ინოვაციური მიდგომისა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის წყალობით მიენიჭა საქართველოს ბანკს საერთაშორისო აღიარება.„საქართველოს ბანკისთვის ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისკენ, ციფრული ეკოსისტემის განვითარებისა და მომხმარებელზე მორგებული სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ. საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის ერთობლივი ხედვისა და იმ ფასეულობების დამსახურებაა, რომელზეც ჩვენი საქმიანობაა დაფუძნებული. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 1 750 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის საბანკო სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ, ხოლო ბიზნესებისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, რომელიც ეხმარება და ხელს უწყობს მათი საქმიანობის განვითარებაში და ავტომატიზაციაში“, — განაცხადა მაია გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
1762263023
AI საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტს ნულიდან - პროფესიულ დონემდე. ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის დასრულებისას ჩატარდება ეროვნული ოლიმპიადა, სადაც გამოვლინდება ეროვნული ნაკრები, რომელიც 2026 წელს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დარეგისტრირებულთა ორმაგი რაოდენობა მოწმობს. წელს 500-მდე მოსწავლემ გაიარა შესარჩევი ეტაპი. გაზრდილი მოტივაციისა და მაღალი ხარისხით შესრულებული დავალებების გამო, კურსის მასშტაბი გაფართოვდა და დაგეგმილი 50 მოსწავლის ნაცვლად AI საოლიმპიადო კურსზე 150 უფროსკლასელი ჩაერთო.წლევანდელი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გოგონების გაზრდილი ჩართულობაა - მონაწილეთა 33% გოგოა, მაშინ როდესაც გასულ წელს გოგონები პროგრამაში არ მონაწილეობდნენ.ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა რეგიონებიდან კურსის მონაწილეთა 20% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა (წინა წელს მხოლოდ 7% იყო), რაც განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდასა და თიბისის და GAIA-ს ერთობლივი ძალისხმევის წარმატებულ შედეგზე მიუთითებს.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.კურსის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.განათლება შესაძლებლობაა, მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით დგას თიბისი ახალი თაობის გვერდით. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად შექმნან. AI საოლიმპიადო კურსი ამ მიზნის ნათელი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხიან განათლებას და თვითგანვითარების, ახალ თაობას კი აძლევს გზას განათლებით საკუთარი ამბავი შექმნას.
1762255358
პროექტზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი500-ზე მეტმა დამწყებმა კრეატორმა გამოთქვა. ჟიურის წევრებმა უკვე შეარჩიეს 25-მდე კონკურსანტი, რომელთაგან პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გადავიდა.ახალი ეპიზოდი უკვე დაიდო, სადაც გაიგებთ რა დავალებას აძლევს ჟიური პირველ 8 მონაწილეს. თვალი ადევნეთ Creator-ს საქართველოს ბანკის ახალ YouTube არხზე - არ გაჩერდე.ახალ ეპიზოდში „კრეატორის“ მონაწილეებს მენტორობას უწევს იუთუბერი ბასტო, რომელიც მათ რჩევებს აძლევს და ეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, რაც არის გაცნობითი ხასიათის ვიდეოს გადაღება. კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ვიდეო, სადაც საკუთარ თავს გააცნობენ ჟიურის და მაყურებელს. შესრულებულ დავალებას უკვე რეალითი შოუს შემდეგ ეპიზოდში შეაფასებს ჟიური: ნიკა კაკოიშვილი (კაკო), დათო ალავიძე (ჰიტა) და მახარა (საეჭვო კაცი).შეგახსენებთ, “კრეატორის” მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ასევე, ნახევარფინალიდან მონაწილეები შეფასებისას მიიღებენ ხალხის/ მაყურებლის ხმას და ყურადღება მიექცევა მონაწილეების ვიდეოების ნახვებსა და ლაიქებს.„კრეატორის” გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად პრიზს, 20 000 ლარის ოდენობით.
1762255200
მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
1762251622
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას...
1762165452
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
სენსაციური პროგნოზი: "საქართველოს შავის ზღვის შელფურ ზონაში დაახლოებით...
1762169206