2023 წლის იანვარ-ივნისში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 34.3 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 მლნ ლარია.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10 მლნ ლარი იყო.

ანგარიშგების მიხედვით 18 სადაზღვევო კომპანიიდან 2 ზარალზე გავიდა.

ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია:

პრაიმი — ზარალი 511 761 ლარი, მოზიდული პრემია 5.6 მლნ, ანაზღაურებული ზარალი 1.4. მლნ ლარი;

ევროინს ჯორჯია — ზარალი 383 899 ლარი, მოზიდული პრემია 10.6 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 6 მლნ ლარი.

2023 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 591 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 358,3 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 350,6 მილიონ ლარს.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

commersant.ge