ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კრედომ აპრილი-ივლისის პერიოდში 1.7 მილიონი მიიღო და პირველი აგვისტოსთვის საკონვერსიო ოპერაციებიდან მოგება 3.367 მლნ ლარამდე აქვს გაზრდილი. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორი" წერს.
კრედოს 7 თვის წმინდა მოგება 3.4 მლნ ლარამდეა. ბოლო 4 თვეში მოგება 20 მილიონით გაარდა (Q1/2024 - 10.998 მლნ).
ყოფილი მისოს საცალო დეპოზიტებში წილი ჯერ კიდევ მცირე აქვს, 1.95%-მდე, თუმცა საცალო ანაბრებში საბაზრო წილი უკვე 2.4%-მდე აღწევს.
ყოფილი მისო, აქტივების მიხედვით, 01.08.2024 -ისთვის მე-5 ადგილზე პოზიციონირებს, 3.1%-იანი წილით. ბანკი სოფიალური და ფინანსური განათლების პროგრამებში პერიოდულად ჩართულია. ამ დროისთვის "სკოლა-ბანკის" პროექტშია, სებ-თან ერთად, რომლის ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგი იმართება (5-6 სექტემბერი).