გალტ & თაგარტის 8–12 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები, წინა კვირასთან შედარებით, პლუსშია. წინა თვესთან მიმართებით კი მინუსში რჩება Lion Finance Group-ის და თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასები.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 76.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.36% წინა კვირასთან შედარებით და -4.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 346 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 72.70 - 78.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.38% წინა კვირასთან შედარებით და -7.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 294 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.35 - 45.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.21% წინა კვირასთან შედარებით და +0.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 351 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.85 - 25.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა.