გალტ & თაგარტის 15–19 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომიპანიების აქციების ფასები არაერთგვაროვნად შეიცვალა. წინა კვირასთან შედარებით პლუსში საქართველოს კაპიტალი და თიბისი ბანკის ჯგუფი გავიდნენ.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.83% წინა კვირასთან შედარებით და -3.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 459 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 73.05 - 78.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.68% წინა კვირასთან შედარებით და -0.45% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.18 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.55 - 46.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 24.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.91% წინა კვირასთან შედარებით და +2.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 273 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.