მოულოდნელი ან დამატებითი ხარჯების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ფინანსურ სერვისებზე სწრაფი წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით დღეს ფინანსური სერვისები გაცილებით მოქნილია. მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის განაცხადისა და იდენტიფიკაციის პროცესის დისტანციურად გავლა, რაც მომსახურების მიღებას ამარტივებს.
დღეს მთავარი გამოწვევა ონლაინ სესხის აღებისას სანდო ფინანსური ინსტიტუტის შერჩევაა. ორგანიზაცია მომხმარებელს უნდა აძლევდეს საშუალებას ვერიფიკაცია ონლაინ, სწრაფად და უპრობლემოდ გაიაროს, თან ისე, რომ პირადი მონაცემები სრულად დაცული დარჩეს.
სესხის აღება ბანკში მისვლის გარეშე: როგორ მუშაობს ონლაინ ვერიფიკაცია?
ტრადიციულად სესხის აღება ბანკში მისვლას, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენასა და ქაღალდის კონტრაქტზე ხელის მოწერას მოითხოვდა.
თანამედროვე ონლაინ ვერიფიკაციის მექანიზმები ამ პრაქტიკას უკვე სრულად ანაცვლებს. მომხმარებელი განაცხადის შევსებიდან თანხის ჩარიცხვამდე სრულ პროცესს პირდაპირ სმარტფონის ეკრანიდან გადის.
კრედო ბანკში ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია Mycredo აპლიკაციის დახმარებით.
ზოგიერთ ფინანსურ ორგანიზაციებში იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ კიდევ მოითხოვს ქოლ-ცენტრის ოპერატორთან ვიდეოზარს ან სატელეფონო დადასტურებას. კრედო ბანკის ციფრული სერვისი კი სრულად ავტომატიზებულია. ტექნოლოგია მაქსიმალურად ამარტივებს დადასტურების ეტაპს, მომხმარებელს საერთოდ არ სჭირდება სერვისცენტრში ვიზიტი.
კრედო ბანკის გუნდს კარგად ესმის, რომ თანამედროვე ადამიანისთვის დრო ძვირფასი რესურსია. სესხი ციფრულად კრედო ბანკისგან პირველ რიგში სწორად დროის ეკონომიაზეა გათვლილი. მომხმარებელი ფინანსურ ოპერაციებს სრულად დისტანციურ ფორმატში წარმართავს, ხშირად სხვა საქმეების პარალელურადაც.
ვერიფიკაციის ეტაპი ამ პროცესში ყველაზე მომთხოვნი ეტაპია. ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დაინტერესებულ პირს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება სასურველი ფინანსური პროდუქტის მოსათხოვად. ბანკი აგზავნის პასუხს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით, ხელშეკრულების პირობებზე (გადახდის გრაფიკის ჩათვლით) დათანხმება აპლიკაციაშივე ხდება.
ონლაინ სესხი 5 წუთში? რეალურად რა დრო სჭირდება ადამიანს, რომ აიღოს სესხი ციფრულად
ონლაინ სესხი სტანდარტულ სესხებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად მტკიცდება, მაგრამ ბანკს მონაცემთა დამუშავებისთვის მაინც სჭირდება გარკვეული დრო.
კრედო ბანკის შიდა სპეციფიკიდან გამომდინარე, განაცხადის განხილვასა და დამტკიცებას როგორც წესი 30 წუთამდე სჭირდება, მოთხოვნის დადასტურებისთანავე, თანხა მყისიერად აისახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
ონლაინ სესხის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მასზე მუდმივი წვდომაა, მათ შორის არასტანდარტულ საათებშიც. თუ მოულოდნელმა ფინანსურმა საჭიროებამ დასვენების დღეებში ან გვიან ღამით იჩინა თავი, ის რომ ფიზიკური სერვისცენტრები დახურულია პრობლემას აღარ წარმოადგენს. მაგალითად, კრედო ბანკის სესხი ციფრულად 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომია.
მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია გაიაროს ვერიფიკაცია Mycredo-ში დასვენების დღეებსა თუ ღამის საათებში და პირდაპირ შეავსოს განაცხადი. მონაცემები შეფერხების გარეშე მუშავდება და ბანკი თანხას პირდაპირ ანგარიშზე რიცხავს. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, Mycredo-ს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, განაცხადი განმეორებით გაიგზავნოს 30 დღის შემდეგ.
ვის შეუძლია ონლაინ სესხის აღება?
საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბანკის სესხის ასაღებად საჭიროა ფიქსირებული, ოფიციალური საბანკო ჩარიცხვები. კრედო ბანკის მოქნილი პოლიტიკა კი დასაქმების განსხვავებულ ფორმებსაც ითვალისწინებს.
ციფრულ სესხზე განაცხადის გაკეთება ყველას შეუძლია, შემოსავლის წყაროს მიუხედავად. ბანკი თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს.
შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებად შეიძლება ჩაითვალოს: თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, აგროსაქმიანობიდან მიღებული მოგება, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები და სხვა. ბანკი ასევე ითვალისწინებს ხელზე აღებულ გასამრჯელოსაც.
ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება და ძლიერი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა მომხმარებლის პირად მონაცემებს საიმედოდ იცავს. კრედო ბანკის მიდგომა სრულად ითვალისწინებს დისტანციურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს. სესხი ონლაინ არა მხოლოდ კომფორტული და ავტომატიზებული მომსახურებაა, არამედ სრულიად უსაფრთხოც. ამ უსაფრთხოების უკან მრავალწლიანი გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები დგას.













