პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულიაგერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება.

გამოფენას ბათუმი13 ივნისს უმასპინძლებს 6 მაისის პარკში, კოლონადებთან.

ენერგო ეფექტურობის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანიის 100-მდეენერგოეფექტური პროდუქტი.
მონაწილე კომპანიებს შორის არიან: ნოვა, ახალი ნათება, გორგია, ციტალელი, GRC და სხვა ეკოინიციატივების მქონე კომპანიები.

გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიურიგადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

13  ივნისი , 6 მაისის პარკი, კოლონადებთან

13:00სთ-დან

გამოფენის შესახებ სრული ინფორაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს https://www.facebook.com/events/2452246031945312