სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარი იყო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასები 279.4 ლარითაა გაზრდილი.

იანვარ-მარტის პერიოდში ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 208.8 ლარია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა:

• მსხვილი ბიზნესი - 1 899.4 ლარი;
• საშუალო ბიზნესი - 2 030.1 ლარი;
• მცირე ბიზნესი - 1 368.7 ლარი.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალოდ, 716 100 ადამიანი იყო დასაქმებული. მაჩვენებელი წლიურად 6.3%-ით გაიზარდა. 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით კი, დასაქმებულთა რაოდენობა 24 900-ით შემცირდა.