საქსტატის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.3% შეადგინა.

ფასების ინდექსის ცვლილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შემდეგია:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი: 2.7%;

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: 7.2%;

ტანსაცმელი,ფეხსაცმელი:  0.8%;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და  სხვა: 3.4%;

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: 6.0%;

ჯანდაცვა:  -8.0%;

ტრანსპორტი: -13.4%;

კავშირგაბმულობა:  -3.0%;

დასვენება,გართობა,კულტურა: 42.7%;

განათლება :  7.0%;

სასტუმრო,კაფე და რესტორანი: 9.2%;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: 16.4%.

შეგახსენებთ, ფასების “ჰარმონიზებული ინდექსით”  დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და იგი მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს.