გალტ & თაგარტის 24–28 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიებმა შარშანდელი დანაკარგები სრულად აინაზღაურეს და საბაზრო კაპიტალიზაცია ძველ პიკებსაც ასცდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.75% წინა კვირასთან შედარებით და +16.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 352 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 52.40 - 59.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.62% წინა კვირასთან შედარებით და +32.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 754 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.90 - 44.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 137 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 14.44 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.08% წინა კვირასთან შედარებით და +20.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 413 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.42 - 14.78 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.